ეს არის გაფრთხილება ამ რეჟიმის მიმართ - გიორგი ბარამიძე ევროკომისრის ინტერვიუს შესახებ

გიორგი ბარამიძე

ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსიმ "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს ხელმძღვანელს ინტერვიუ მისცა, სადაც საქართველოსთან დაკავშირებით ისაუბრა.

მარტა კოსი საუბრობს შესაძლებლობებზე ევროკავშირმა უკან წაიღოს ვიზალიბერალიზაცია, გადახედოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, გაყინოს კანდიდატის სტატუსი, თუმცა ამავდროულად, ისმის ურთიერთობების აღდგენის სურვილიც.

პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური მდივნის, გიორგი ბარამიძის განცხადებით, ეს არის გაფრთხილება და "ქართულმა ოცნებამ" უნდა გააცნობიეროს თავის პასუხისმგებლობა ქვეყნისა და ხალხის წინაშე.

"ეს არის გაფრთხილება ამ რეჟიმის მიმართ. მათ უნდა გააცნობიერონ საკუთარი პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის წინაშე, საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის წინაშე. ის, რომ დღეს მათ ხელთ უპყრიათ სახელისუფლო ბერკეტები, ეს არ ნიშნავს, რომ მუდმივად ასე იქნება. უნდა გაფრთხილებად მიიღონ, უნდათ მუქარად ", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.