ეს არის ფარული განაცხადი, რომ ძალადობის გარკვეული ფორმები მათი მხრიდან არის წახალისებული - ეკა სეფაშვილი ევროკავშირის საელჩოს ვიდეორგოლზე

ეკა სეფაშვილი

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ვიდეორგოლი მოამზადა, რომელშიც ჩანს საქართველოს დროშა საპროტესტო აქციებზეც. აღნიშნულ ვიდეორგოლზე პოლიტიკურ სპექტრში შეფასებები კეთდება.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე, ეკა სეფაშვილი აცხადებს, რომ ეს არის ძალადობის ფარული წახალისება.

"იმ კადრების გამოყენება, რომელიც ასახავს ძალადობას, ჩემი აზრით, ბადებს გაურკვეველ წარმოდგენებს ევროკავშირის მიდგომების შესახებ, საქართველოს და ნებისმიერი ეროვნული დროშის დაცვის მიმართ.

ეს არის ფარული განაცხადი იმასთან დაკავშირებით, რომ ძალადობის გარკვეული ფორმები მათი მხრიდან არის წახალისებული, მით უმეტეს, რომ ჩვენ ვიხილეთ, მათი პრეს-სპიკერის მოწოდება ძალადობრივი აქციების მიმართ. ვიხილეთ მათ მიერ დაფინანსებული პლაკატები, რომელიც "მოლოტოვის კოქტეილის" მსროლელის რომანტიზირებას ეწეოდა," - აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.