ეს არის ერთ-ერთი უმძიმესი დანაშაული, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ ჩაიდინა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ყველა, ვინც დაიბარეს შესაბამისად საგამოძიებო კომისიაზე, ვალდებულია მივიდეს - დავით მათიკაშვილი ბუტა რობაქიძის საქმეზე

დავით მათიკაშვილი

 ბუტა რობაქიძის საქმე, ეს არის ერთ-ერთი უმძიმესი დანაშაული, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ ჩაიდინა, - განუცხადა ჟურნალისტებს საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.

მისი თქმით, ყველა, ვინც დაიბარეს საგამოძიებო კომისიაზე, ვალდებულია მივიდეს და საზოგადოებას გასცეს პასუხი.

„ბუტა რობაქიძის საქმე, ეს არის საქმე, რომელმაც შეძრა სრულიად საქართველო. ეს არის ერთ-ერთი უმძიმესი დანაშაული, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ ჩაიდინა და პირდაპირ ქუჩაში დახვრიტა ახალგაზრდა ბიჭი. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ყველა, ვინც დაიბარეს შესაბამისად საგამოძიებო კომისიაზე, ვალდებულია მივიდეს და საზოგადოებას უთხრას, გასცეს პასუხი. თუკი ისინი თავს აარიდებენ ამ ვალდებულების შესრულებას, მათ მიმართ, რა თქმა უნდა, სისხლის სამართლებრივი წესით იქნება გამოყენებული ის სანქცირება, რომელიც გათვალისწინებულია შესაბამის კოდექსში“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

დღეს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება, განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ბუტა რობაქიძის მკვლელობა იქნება.