„ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა, დახუროს მთავარი არხი“ - გიორგი გაბუნიას საგანგებო ბრიფინგი
1733938642
ეს არჩევნები იყო არალეგიტიმური და მისი საერთაშორისო საზოგადოების მიერ მისი ლეგიტიმაცია შეუძლებელია, არ მოხდება, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირება და ჩართულობა.
„დღევანდელი შეხვედრა იყო ძალიან ინფორმატიული, ძალიან ბევრი რამ გაიგეს. ჩვენ მათ წარვუდგინეთ ძალიან მყარი არგუმენტები და ის დარღვევები, რომლებიც ყოველდღიურად შემოდის.
ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირება და მათი ჩართულობა. ისინი კმაყოფილები წავიდნენ. უფრო მეტ ინფორმაციას მივაწვდით ხვალ, ზეგ, მომდევნო დღეებში, რადგან ეს არჩევნები იყო არალეგიტიმური და საერთაშორისო საზოგადოების მიერ მისი ლეგიტიმაცია შეუძლებელია, არ მოხდება“, – აღნიშნა ხაზარაძემ.
ცნობისთვის, ოპოზიციური გაერთიანების ლიდერები საელჩოების წარმომადგენლებს შეხვდნენ. კერძოდ, შეხვედრას ესწრებოდნენ „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველოსა“ და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. შეხვედრას არ დასწრებიან პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრები.