ბექა ჯაიანმა დუმილი დაარღვია - კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული პირველ კომენტარს აკეთებს
1734948740
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გია ვოლსკის განცხადებით, ის ორგანიზაციები, რომლებმაც ბრიუსელში წერილი გაგზავნეს, არასამთავრობო ორგანიზაციები არ არიან და აქტიურად თანამშრომლობენ პოლიტიკურ პარტიებთან.
მისი განცხადებით, სამწუხაროა, რომ ასეთი ტიპის ორგანიზაციები უცხოური ფონდებიდან ფინანსდებიან.
"ჯერ ეს ერთი, ეს არ არის არასამთავრობო ორგანიზაციები, ეს არის პოლიტიკურ ველზე წინ გაჭრილი ორგანიზაციები, სტრუქტურები, სუბიექტები, რომლებიც კონკრეტულ პოლიტიკურ სუბიექტებს უერთდებიან. პირველი, უნდოდათ საქართველოს საომარ მოქმედებებში ჩართვა, მეორე, რასაც ლამობდნენ, ეს არის საქართველოს ეკონომიკური განადგურება. სამწუხაროა, რომ უცხოური ფონდებიდან არიან ისინი დაფინანსებულები. ერთის მხრივ სამწუხაროა და მეორეს მხრივ უნდა გავითვალისწინოთ, რომ მსოფლიო პოლიტიკას ეს ცივსისხლიანი პრაგმატიზმი აინტერესებს და რასაკვირველია, ეს უნდა შეიცვალოს. ამ ცვლილებების პროცესში უნდათ, რომ როგორმე საქართველოს მუხლებზე დაჩოქება მოასწრონ. ჩვენ ამას უნდა აღვუდგეთ წინ და ყველამ უნდა გაიგოს ეს, მათ შორის, შეცდომაში შეყვანილმა არაერთმა ახალგაზრდამ. არჩევნები ჩატარდა კეთილსინდისიერად და ჩვენ საგარეო კურსი არ შეგვიცვლია, ვერც შევიცვლით და არც შევიცვლით", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
ცნობისთვის, ქართული არასამთავრობო და სამოქალაქო ორგანიზაციების ნაწილმა ბრიუსელში წერილი გაგზავნა, რომელშიც საუბარია სანქციების დაწესების აუცილებლობაზე, დიპლომატიურ პასპორტებზე ვიზების შეჩერებასა და ახალ არჩევნებზე. ინფორმაციას და წერილს რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იო-ზვიაკი ავრცელებს.