“ეს ანგარიში ლუსტრირებას ახდენს იმ ცრუ შანტაჟისა, რომ თითქოსდა შეჩერებული იყო ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი“ - ლევან მაჭავარიანი ევროკავშირის გაფართოების ანგარიშზე

ლევან მაჭავარიანი

ეს ანგარიში ლუსტრირებას ახდენს იმ ცრუ შანტაჟისა, რომ თითქოსდა შეჩერებული იყო ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი,“ - ეს განცხადება “ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ გაფართოების ანგარიშთან დაკავშირებით გააკეთა.

მისივე თქმით, ანგარიში ძალიან ბევრი პოზიტიური ასპექტის წაკითხვის შესაძლებლობას იძლევა.

“რა თქმა უნდა, არის ბევრი რეკომენდაციაც, რომელიც ჩვენ გასათვალისწინებელი გვაქვს და ძალიან დიდ სამუშაოს ჩავატარებთ იმასთან დაკავშირებით, რომ სიღრმისეულად გავერკვეთ მათ რეკომენდაციებში და მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ ეს ყველაფერი დავაკმაყოფილოთ,“ - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.