ლაშა ბექაურის დედა მიმართვას ავრცელებს
1734944530
ერთი ხელით მანდატებზე უარის თქმის განცხადებებს წერენ და მეორე ხელი უკანკალებთ, განცხადებები არ დაკმაყოფილდეს, ისეთ ფორმებს იგონებენ, რომ წინასწარ იციან, პროცედურულად ვერ ექნება მსვლელობა, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
იონათამიშვილის თქმით, ე.წ. პარტიის წევრები თბილისის ქუჩაში დარბოდნენ და პარლამენტის წევრობის გამო პრივილეგიებს ითხოვდნენ.
„ეს ადამიანები ერთი ხელით მანდატებზე უარის თქმის განცხადებებს წერენ და მეორე ხელი უკანკალებთ, რომ ეს განცხადებები არ დაკმაყოფილდეს. ამიტომ ისეთ ფორმებს იგონებენ, რომ წინასწარ იციან, პროცედურულად ვერ ექნება მსვლელობა ასეთ დოკუმენტებს. სწორედ ამ ე.წ. პარტიის წევრები თბილისის ქუჩაში დარბოდნენ და იძახდნენ, რომ ისინი არიან საქართველოს პარლამენტის წევრები და ამის გამო პრივილეგიებს ითხოვდნენ. თუ თავად ვერ ჩამოყალიბდებიან მათ რა ჰქვიათ, საზოგადოებას ჰკითხონ აზრი, რაც სახარბიელო არ არის“, – აღნიშნა იონათაშვილმა.
ლაშა ბექაურის დედა მიმართვას ავრცელებს
1734944530