სიახლე პენსიონერებისთვის, რომელიც 2025 წლიდან ამოქმედდება
1731785166
ჭავჭავაძის გამზირსა და ვარაზისხევის დამაკავშირებელი გზაჯვარედინი ისევ პარალიზებულია. გაშლილია კარვები - ადგილზე რჩებიან ოპოზიციური პარტიების ლიდერები. ხელახალი არჩევნების მოთხოვნით პროტესტის ახალ ფორმას გუშინ საღამოს მიმართეს - დაანონსდა, რომ გზაჯვარედინის ბლოკირება 24 საათი გაგრძელდებოდა - ეს დრო საღამოს 8 საათზე იწურება.
პროტესტს ჭავჭავაძის გამზირზე აფასებენ მმართველ გუნდში - "ქართული ოცნების" საპარლამენტო სიის წევრი გურამ მაჭარაშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიცია არც ქუჩაში და არც პარლამენტში არაფრის გამკეთებელი არ არის.
"ხალხს ეუბნებიან, აგვირჩიეთ, რომ პარლამენტში შევიდეთო და მერე კარავში შედიან, მერე როგორც წესი ხვდებიან ხოლმე, რომ კარავში მათი ადგილი არ არის, არც ქუჩაში და მითუმეტეს პარლამენტში და მერე იწყებენ ამ რადიკალურ პროცესებს.
ჩვენ ერთ რამეს ვხედავთ, რომ ამ კარვების აქციას ლეგიტიმაცია ვერ ექნება გამომდინარე იქიდან, რომ დავინახეთ, რომ კარვები უფრო მეტი იყო, ვიდრე კარვებში შემსვლელი ადამიანები. შესაბამისად, ერთი და იგივე ადამიანი როცა შედის რამდენიმე კარავში, ეს არის კარუსელი, ხალხს ატყუებენ, ამიტომ ამ აქციას ვერ ექნება ვერანაირი ლეგიტიმაცია. თავიანთმა ამომრჩეველმა დაინახა ძალიან კარგად, რომ ეს ხალხი არაფრის გამკეთებელი არ არის არც პარლამენტში, არც ქუჩაში და ერთადერთი, რასაც აკეთებენ ეს არის უცხოეთში თავიანთი ქვეყანა გააშავონ,“ - აცხადებს "ქართული ოცნების" საპარლამენტო სიის წევრი გურამ მაჭარაშვილი.