ავიაკატასტროფა დაკაში - კოლეჯის თავზე ჩამოვარდნილ თვითმფრინავს მოსწავლეებიც ემსხვერპლნენ
1753122178
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 126-ე შეხვედრა გაიმართა, რომელზეც წინა შეხვედრიდან დღემდე, ოკუპირებულ რეგიონსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი განიხილეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ მკაცრად მოითხოვეს საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავე, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლის/წარმომადგენლების დასჯა.
ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა პრინციპულად დააყენეს უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის გათავისუფლების საკითხი, ასევე, დაგმეს საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ განხორციელებული უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტები.
შეხვედრაზე განხილულ იქნა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე მდგარი ჰუმანიტარული პრობლემები და მათი გადაწყვეტის შესაძლებლობები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თავისუფალი გადაადგილების საკითხს.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მომდევნო შეხვედრა 2025 წლის 29 სექტემბერს გაიმართება.