ვინ არის თურქი ექიმი, ვინც ქართველ გოგონას ყბა-სახის ოპერაცია გაუკეთა
1742541837
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 123-ე შეხვედრა გაიმართა, სადაც წინა შეხვედრიდან დღემდე, ოკუპირებულ რეგიონსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი განიხილეს.
ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა პრინციპულად დააყენეს უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის გათავისუფლების საკითხი, ასევე, მკაცრად დაგმეს გასულ პერიოდში იდენტიფიცირებული უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტები.
საანგარიშო პერიოდში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უკანონო ბორდერიზაციის 11 შემთხვევა დაფიქსირდა.
ამ დროისთვის ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში საქართველოს 6 მოქალაქე რჩება, მათგან ორს, როგორც დღეს გახდა ცნობილი, 2 წლით და 6 თვით პატიმრობა შეეფარდათ.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მომდევნო შეხვედრა 2025 წლის 3 აპრილს ჩაინიშნა.