1755711092
საქართველოში საფრანგეთის ელჩად ოლივიე კურტო დაინიშნა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ოლივიე კურტო დანიშნა.
შესაბამისი განკარგულება საფრანგეთის რესპუბლიკის ოფიციალურ ჟურნალშია გამოქვეყნებული და ის 7 აგვისტოთი თარიღდება.
განკარგულების თანახმად, ოლივიე კურტო აქამდე უფროსი ადმინისტრატორის პოზიციას იკავებდა.
ფრანგული მედიის ცნობით, ის ასევე მუშაობდა ლისაბონში საფრანგეთის საელჩოს პირველ მდივნად. 2005-2009 წლებში იყო თავდაცვის სამინისტროში ევროპის საკითხებში მრჩეველი, ასევე საგარეო უსაფრთხოების გენერალური დირექტორის შტაბის უფროსი.
ოლივიე კურტო შეცვლის შერაზ გასრის, რომელსაც საქართველოში საფრანგეთის ელჩად მუშაობის ვადა ამოეწურა.