“ასეთი ადამიანი არ უნდა გვტოვებდეს…” - ქართველ ჟურნალისტს გლოვობენ
1734931090
პარლამენტის კულტურის კომიტეტის მოწვევით, საქართველოში სომხეთის ეროვნული ასამბლეის მეცნიერების, განათლების, კულტურის, დიასპორის, ახალგაზრდობისა და სპორტის კომიტეტის დელეგაცია იმყოფება. სომეხ კანონმდებლებთან შეხვედრისას კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ ორი ქვეყნის პარლამენტების კომიტეტებს შორის არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტსა და სომხეთის ეროვნული ასამბლეის მეცნიერების, განათლების, კულტურის, დიასპორის, ახალგაზრდობისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარესა და წევრებს შორის მეგობრული შეხვედრა გაიმართა. აღსანიშნავია, რომ კომიტეტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი არსებობს და უკვე ორი წელია ჩვენ სომეხ კოლეგებთან აქტიური კომუნიკაცია გვაქვს.
კულტურის კომიტეტის წევრები ვიმყოფებოდით სომხეთის ეროვნულ ასამბლეაში და ამჟამად ჩვენი კოლეგები საპასუხო ვიზიტით გვსტუმრობენ. ჩვენ შორის გამართულ შეხვედრებზე ბევრი საინტერესო და საქმიანი ინიციატივა გაჟღერდა და ჩვენ აქტიურად მივყვებით იმ პროექტებს და სამუშაო გეგმას, რაც ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე დავსახეთ“, - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.
კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, მხარეები მუშაობენ რომ ერევანსა და თბილისში საქართველოს და სომხეთის დღეები გაიმართოს. მისივე შეფასებით, ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის აღნიშნული ფორმატი ორივე მხარისთვის სასარგებლო და საინტერესოა.
სომხეთის ეროვნული ასამბლეის მეცნიერების, განათლების, კულტურის, დიასპორის, ახალგაზრდობისა და სპორტის კომიტეტის დელეგაციასთან გამართულ შეხვედრას კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი, თავმჯდომარის მოადგილე ისკო დასენი და პარლამენტის წევრები ბაია კვიციანი და სუმბატ კიურეღიანი დაესწრნენ.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
ცნობილი ქართველი ჟურნალისტი გარდაიცვალა
1734898872