მნიშვნელოვანი ინფორმაცია პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით
1788515357
უკვე დაუფარავად, სააკაშვილის მონაწილეობით დადასტურდა რასთან გვაქვს საქმე და როგორ მწვავე პოლიტიკურ ალერგიას მართებთ რადიკალებს ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც შეიძლება მოასწავებდეს სამშვიდობო პოლიტიკის გატარების ფონზე ამ ურთიერთობების დარეგულირებას, - ასე ეხმაურება იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეე თორნიკე ჭეიშვილი, რადიკალების წარმომადგენლების განცხადებებთან დაკავშირებით, ირაკლი კირცხალიას წერილს.
მისი თქმით, რადიკალებმა კარგად დაანახეს საზოგადოებას თუ რეალურად რა პოლიტიკას ატარებენ ისინი საქართველოში გარე ძალების დავალებით.
„ამ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ მთავარი უსამშობლო და მთავარი აგენტი ჩაერთო ამ კამპანიაში. კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ გასული პერიოდის განმავლობაში მათ მიერ წარმოებული კამპანია იყო ორკესტრირებული სავარაუდოდ იმ ძალების მხრიდან, რომლებიც გარედან ძალიან სერიოზულად მტრობენ საქართველოს და მათ ინტერესებში არ შედის, ის რომ რაიმე პოზიტიური იმპულსი გაჩნდეს ქართულ-აფხაზური ურთიერთობების დარეგულირების თვალსაზრისით. უკვე დაუფარავად, სააკაშვილის მონაწილეობით დადასტურდა რასთან გვაქვს საქმე და როგორ მწვავე პოლიტიკურ ალერგიას მართებთ რადიკალებს ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც შეიძლება მოასწავებდეს სამშვიდობო პოლიტიკის გატარების ფონზე ამ ურთიერთობების დარეგულირებას“, - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.