გოგა მანია 2025 წლის ფავორიტ ზოდიაქოს ნიშნებს ასახელებს
1734548983
საქართველოს პარლამენტის და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი, „ხალხის ძალის“ წევრი, ეკა სეფაშვილი, „დღის ქრონიკაში“ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მიერ საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ დეკლარაციას გამოეხმაურა, რომელსაც 24 დეპუტატი აწერს ხელს.
მისი თქმით, ეს არის პირდაპირ უხეში ჩარევა საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდში, რაც არის დაუშვებელი და მიუღებელი.
„დოკუმენტს დასაწყისშივე მითითებული აქვს, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ 24 დეპუტატის და არა მთლიანად ევროსაბჭოს აზრი. აქვე აღსანიშნავია, რომ დოკუმენტი სპეციალურად არის ისეთი ტონით დაწერილი, რომ საქმეში ჩაუხედავ ადამიანს შეიძლება მოეჩვენოს, რომ საქართველოში რაღაც საშინელება ხდება. ეს არის გარკვეული ძალების მიერ შექმნილი დოკუმენტი იმისთვის, რომ რაიმენაირად გავლენა მოახდინონ საქართველოში არჩევნების პროცესში. ეს არის პირდაპირ უხეში ჩარევა საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდში, რაც არის დაუშვებელი და მიუღებელი.
ამ დოკუმენტის ერთ-ერთი ორგანიზატორი, რომელმაც უზრუნველყო ამ 24 დეპუტატის მობილიზება და მათი ხელმოწერა, არის ერიკ კროსი, რომელიც 2007 წელს საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მრჩეველი გახლდათ უსაფრთხოების, მედიაურთიერთობისა და ინფორმაციის გავრცელების საკითხებში, რაც თავიდანვე ეჭვს ბადებს ამ დოკუმენტის კეთილსინდისიერებაში. აღსანიშნავია, რომ ერიკ კროსმა 2013 წელს, პრეზიდენტ სააკაშვილისაგან მიიღო ბრწყინვალების ორდენი, ეს ნიშნავს, რომ ეს კაცი არის პირდაპირ დაკავშირებული „ერთიან ნაციონალურ“ მოძრაობასთან და პირდაპირ ასრულებს მის დავალებას“, - განაცხადა სეფაშვილმა.
ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისია საქართველოსთან დაკავშირებით „უმძიმეს განცხადებას“ აქვეყნებს, სიცრუეა.
სინამდვილეში განცხადება მომზადებულია ესტონეთის პარტია „რეფორმების“ წევრის, ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის, ერიკ-ნილეს კროსის მიერ. განცხადებას კი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 612 წევრიდან მხოლოდ 24-მა მოაწერა ხელი. მათ შორის ხელი არ მოუწერა ასამბლეის იმ წევრს, რომელიც სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელია.