ცნობილი ქართველი ჟურნალისტი გარდაიცვალა
1734898872
„ბატონ ირაკლი კობახიძეს ჰქონდა საშუალება მსოფლიოს არაერთ ერისთვის მიემართა იმ პროგრესთან დაკავშირებით, რაც საქართველოს აქვს მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების თემაში. ასევე, საქართველოს ეკონომიკური კეთილდღეობის თუ სხვადასხვა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა თუ გაუმჯობესების თვალსაზრისით“, - განაცხადა მედიასთან „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის აშშ-ში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე ვიზიტის შესახებ კომენტირებისას.
მისი თქმით, გაეროს ასამბლეაზე ბევრი ქვეყნის წარმომადგენელმა პირადად პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისგან მოისმინა საქართველოში მშვიდობისა და კეთილდღეობის განმტკიცების შესახებ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მათ დაინახონ საქართველოს ის როლი, რაც მას რეალურად გააჩნია.
„ვფიქრობ, არა მხოლოდ აშშ-ის, არამედ, მსოფლიოს ბევრი ქვეყნის წარმომადგენლისთვის ამ ინფორმაციის პირველი პირისგან მოსმენა ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმისათვის, რომ მათ რეალურად დაინახონ საქართველოს ის როლი და მნიშვნელობა, რაც მას ნამდვილად გააჩნია, დიდ, გლობალურ მოთამაშეებთან ერთად“, - აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.
ცნობილი ქართველი ჟურნალისტი გარდაიცვალა
1734898872