1692302192
ეკა სეფაშვილი: ძნელია სერიოზულად შევაფასოთ ის კომიკური სპექტაკლი, რაც PACE-ში ვიხილეთ - სამართლებრივი საკითხების პოლიტიზებას ცდილობენ, რაც ყოვლად დაუშვებელია

ძნელია სერიოზულად შევაფასოთ ის კომიკური სპექტაკლი, რაც PACE-ში ვიხილეთ, - ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი, ეკა სეფაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გამართულ დებატებს.
მისი თქმით, სესიაზე გამომსვლელებმა სამართლებრივი საკითხების პოლიტიზება სცადეს, რაც მიუღებელია.
„ფაქტობრივად, შინაარსში რომ შევიდეთ, გამოდის, რომ საქართველოს მოსახლეობას და ზოგადად ყველას ეუბნებიან, რომ საქართველოში კანონი დაცულია და ამის გამო მოდი, საქართველო დავსაჯოთ. სამართლებრივი საკითხების პოლიტიზებას ცდილობენ და ეს არის ყოვლად დაუშვებელი“, - აცხადებს სეფაშვილი.
საქართველოსთან დაკავშირებით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დებატები გაიმართა.