მკვლელობა ვარკეთილში - ექსკლუზიური კადრები, სადაც ტრაგედიამდე დაწყებული დაპირისპირებაა ასახული
1734982482
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელმაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა“ და ეკა გიგაურის „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად გამოცხადების“ შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა.
„კაპიტანი გიგაური არის პირდაპირ მხარე, მიკერძოებული პიროვნება, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი აქტივისტი. გიგაური იკავებდა ძალიან მაღალ თანამდებობას „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს ძალოვან სტრუქტურებში, შესაბამისად, მის ობიექტურობაზე საუბარი ცოტა ზედმეტია. ისედაც ლუსტრირებულია ასეთი ტიპის „ენჯეო“ ორგანიზაციები ჩვენს საზოგადოებაში და მათი ნეგატიური დასკვნა, რომელსაც წინასწარ ვიცით, რომ თავად დახატავენ და გააფერადებენ, ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის აზრზე“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.