ეგზიტპოლის შედეგებით, პუტინის ფორმალურ არჩევნებში პუტინი 87.68%-ით ლიდერობს

პუტინი

პუტინის საპრეზიდენტო არჩევნებში, პუტინი 87.68%-ით ლიდერობს. „რუსეთის საზოგადოებრივი აზრის შესწავლის ცენტრის“ეგზიტპოლების შედეგებს კრემლის მედიასაშუალება ТАСС ავრცელებს.

მათივე ცნობით, მეორე ადგის კომუნისტური პარტიის კანდიდატი ნიკოლაი ხარიტონოვი (4,6%) იკავებს, მესამეს - 4,2%-ით ვლადისლავ დავანკოვი "ახალი ხალხიდან", მეოთხეზე კი 3%-ით ლეონიდ სლუცკი გადის.

შეგახსენებთ, რომ პუტინის საპრეზიდენტო არჩევნები პარასკევს, 15 მარტს დაიწყო და საარჩევნო უბნები დღეს, 17 მარტს თბილისის დროით 21:00 საათზე დაიხურა. ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტი მეხუთე ვადით ხდება. მის გარდა, არჩევნებში ფორმალურად 3 კანდიდატი მონაწილეობს. რუსეთი "არჩევნებს" მის მიერ ოკუპირებულ რეგიონებშიც ატარებს, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობა გმობს.