ედიშერ გვენეტაძე: ვითომ პოლიტიკოსები და მათ მიერ მართული ურდოები ანუ ყველა ის სუბიექტი, ვინც თავს აფარებს პოლიტიკას, სინამდვილეში, აგერ უკვე 6 დღეა აღა მაჰმად ხანივით აოხრებენ და წვავენ თბილისს

გვენეტაძე

ვითომ პოლიტიკოსები გვარამია, მელია, ნაცები, ხაზარაძე და მათ მიერ მართული ურდოები ანუ ყველა ის სუბიექტი, ვინც თავს აფარებს პოლიტიკას, სინამდვილეში კი აგერ უკვე 6 დღეა აღა მაჰმად ხანივით და მასზე ბევრად უარესად აოხრებენ და წვავენ თბილისს - წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ქუჩაში გამოჰყავთ სკოლის მოსწავლეები, რითაც უმძიმესი პროცესებისათვის სწირავენ ბავშვებს და ამიტომ, ეს სუბიექტები სამართლიანად იმსახურებენ საზოგადოებისაგან იზოლაციას. “ვითომ პოლიტიკოსები გვარამია, მელია, ნაცები, ხაზარაძე და მათ მიერ მართული ურდოები ანუ ყველა ის სუბიექტი, ვინც თავს აფარებს პოლიტიკას, სინამდვილეში კი აგერ უკვე 6 დღეა აღა მაჰმად ხანივით და მასზე ბევრად უარესად აოხრებენ და წვავენ თბილისს. მოუწოდებენ და ქუჩაში გამოჰყავთ სკოლის მოსწავლეები, რითაც უმძიმესი პროცესებისათვის სწირავენ ბავშვებს, სავსებით სამართლიანად იმსახურებენ საზოგადოებისაგან იზოლაციას და იმ ადგილზე გამწესებას, რომელსაც ჩვენი წინაპრები ეძახდნენ, რაც არაერთხელ მითქვამს "ვირის აბანოს". - წერს ედიშერ გვენეტაძე.