1735222012
ეჭვის მიტანის საფუძველიც კი არ არსებობს, რომ არ ჩატარდება ლეგიტიმურად არჩევნები. ეს არის ქართველ ხალხში განცდის შექმნის მცდელობა, რომ თითქოს არალეგიტიმურად ჩატარდება არჩევნები - არჩილ გორდულაძე
დემოკრატიის უმთავრესი პრინციპია, რომ გადაწყვეტილებას იღებს ხალხი და მათი გადაწყვეტილება არის უმაღლესი ლეგიტიმაციის წარმომჩენი,- განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ არჩილ გორდულაძემ.
„საქართველოშიც ნებისმიერ გადაწყვეტილებას იღებს ქართველი ხალხი. ის ირჩევს ხელისუფლებას, რომელიც შემდეგ წინ წარუძღვება ხოლმე ქვეყანას. ასეთი ძალა არის ქართველი ხალხის გადაწყვეტილებითვე „ქართული ოცნება“ უკვე 12 წელია და ჩვენ გვაქვს მყარი გარანტია იმისა, რომ ასევე იქნება 26 ოქტომბერსაც, გამომდინარე თქვენი ტელევიზიის და ჩვენი შიდა კვლევებიდან.
არავითარი ეჭვის მიტანის საფუძველიც კი არ არსებობს, რომ არ ჩატარდება ლეგიტიმურად არჩევნები. ეს არის ქართველ ხალხში განცდის შექმნის მცდელობა, რომ თითქოს როდესაც 27 ოქტომბრიდან დაიწყებს „ნაციონალური მოძრაობა“ კრებსითად და მათი პატრონები გარედან საუბარს, რომ ლეგიტიმურად არ ჩატარდა არჩევნები, ამისი მოლოდინი ჩვენ გვაქვს. ეს ფილმი ჩვენ ნანახი გვაქვს 2016, 2020 და 2021 წლებში.
საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს ყველაფერს. აღარ არის 2000-იანი წლების დასაწყისი, უკვე 2024 წელია და ყველა ქართველს აქვს შესაძლებლობა, რომ ინფორმაცია მიიღოს“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.