მკვლელობა ვარკეთილში - ექსკლუზიური კადრები, სადაც ტრაგედიამდე დაწყებული დაპირისპირებაა ასახული
1734982482
"ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ზარქუამ, გაეროს-ს 79-ე სესიაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გამოსვლა "დღის კურიერის" ეთერში შეაფასა. როგორც ირაკლი ზარქუამ აღნიშნა, გამოსვლისას პრემიერმა ქვეყნის ინტერესებსა და პრიორიტეტებს გაუსვა ხაზი.
"ძალიან მნიშვნელოვანი გამოსვლა ჰქონდა პრემიერ კობახიძეს ამ მაღალი ტრიბუნიდან, სადაც საქართველოს პრიორიტეტებზე ისაუბრა. საქართველოს როლზე ისაუბრა როგორც კავკასიაში, ისე გლობალურ ეკონომიკაში და ხაზი გაუსვა, თუ რისკენ მივისწრაფვით. ჩვენ მშვიდობიანი განვითარებით გვინდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დერეფანი ვიყოთ ევროპასა და აზიას შორის, ამის ყველანაირი შესაძლებლობა გვაქვს და ჩვენ ამისკენ მივისწრაფვით. ჩვენ ომი არ გვსურს - ჩვენ გვინდა, რომ ეს შესაძლებლობა, რაც აქვს საქართველოს, მაქსიმალურად იყოს გამოყენებული საქართველოს ინტერესების დაცვით. სწორედ ეს პრიორიტეტები გვაქვს დასახული, სწორედ ამაზე ვესაუბრებით ჩვენს მოსახლეობას და ეს გავაჟღერეთ მაღალი ტრიბუნიდან, რომ კიდევ ერთხელ, ზუსტად აქცენტირებულიყო პრემიერის გამოსვლა იმ ინტერესებზე, რაც არის საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესებში," - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.