პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რაც მოახერხა ამ მოკლე დროში ღარიბაშვილმა, საგრძნობლად დაალაგა სამეზობლო ურთიერთობები, - ამის შესახებ ექსპერტი ამირან სალუქვაძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.
„ძალიან კარგი ვიზიტი აქვს პრემიერს და რაც თვალშისაცემია, თბილი და სანდო ურთიერთობები თურქეთის პრეზიდენტთან. ეს ფოტო, ვიდეოს დასაწყისში, შეგნებულად გამოვყავი. პლუს გაცილება... დიპლომატიურ ეტიკეტში ყოველ ჟესტს აქვს მნიშვნელობა. სტაბილური სამეზობლო ურთიერთობების მნიშვნელობას ახსნა არ ესაჭიროება. რაც მოახერხა ამ მოკლე დროში ღარიბაშვილმა, საგრძნობლად დაალაგა სამეზობლო ურთიერთობები. აღარ გავიხსენებ ვიზიტებს, განცხადებებს, მედიაციას...
ჩვენი ქვეყანა გაცილებით წინ წაიწევდა, ყველა მიმართულებით, პოლიტიკური სისტემის წარმომადგენლებს ერთმანეთში რომ არ ერეოდეთ ოპოზიციონერობა და სახელმწიფოს ინტერესების დაზიანება. მიკვირს იმ ხალხის, თითქოს პოლიტიკაში რომ აღარ არიან, არც ნაციონალებად ითვლებიან, მაგრამ ნაციონალების ნოტებზე რომ არიან გადაწყობილები. უზარმაზარი რესურსია. უამრავ ადამიანს სიტყვა უნდა ეთქმოდეს, თუმცა...
ოპომედიას პრემიერ მინისტრის ვიზიტი მეზობელ, ნატოს წევრ სახელმწიფოში, ბოლო, რამდენიმე წამიან თემად აქვთ“, - წერს სალუქვაძე.