საბურთალოზე მოძრაობის წესი შეიცვალა - თბილისის მერია დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს
1788684420
საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, მედიაში გავრცელებული ჩანაწერი ადასტურებს, რომ ლაზარე ჯორბენაძის საქმესთან დაკავშირებული ბრალდებები აბსურდულ ჭორაობაზეა დაფუძნებული. მისი შეფასებით, მმართველი გუნდის ყოფილი ლიდერი, ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნული სპეკულაციური კამპანიით საკუთარი ბრალის გადაფარვას და სამართლებრივი პროცესის პოლიტიკურ ჭრილში გადატანას ცდილობს.
"ჩანაწერის გარეშეც იკვეთებოდა ის, რომ ეს ყველაფერი იყო აბსურდზე დაფუძნებული ჭორაობა. ამ ჩანაწერმაც ეს ყველაფერი დაადასტურა. მართლა ძალიან გულდასაწყვეტია გუნდის ყოფილი ლიდერისგან ასეთი ტიპის თამაშში შესვლა. ფაქტობრივად, ეს ყველაფერი გადაზრდილია რაღაც პოლიტიკურ ჭორაობაში. ამით ბატონი ღარიბაშვილი, სავარაუდოდ, ცდილობს თავისი ბრალის გადაფარვას და მას უნდა, რომ ეს სამართლებრივი პროცესი იქნეს გადატანილი პოლიტიკურ ჭრილში.
რა თქმა უნდა, მიამიტი უნდა იყო, რომ დაიჯერო, რომ ეს ყველაფერი დამოუკიდებლად ხორციელდებოდა - ბატონი ღარიბაშვილის ეს ეგრეთ წოდებული ბრალდება და აგენტურული ოპოზიციის მხრიდან ამ ყველაფრის ასე წამებში ატაცება, რა თქმა უნდა, ორკესტრირებულია. ძალიან გულდასაწყვეტია, როდესაც გუნდის ყოფილი ლიდერი აგენტურულ ოპოზიციასთან ერთად ერთიან ნარატივს ავრცელებს და ფაქტობრივად, მათნაირი მესიჯბოქსით საუბრობს," - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.
ცნობისთვის: მედიაში გავრცელდა ჟურნალისტისა და ლაზარე ჯორბენაძის ინტერვიუს ჩანაწერი, რითაც დასტურდება, რომ ჯორბენაძეს დავით გარეჯის თემაზე არანაირი სერიოზული ინფორმაცია არ ჰქონდა და საუბრისას ურთიერთგამომრიცხავ მონაცემებს ასახელებდა. პარალელურად, საგამოძიებო უწყებებში ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე გამოკითხვები მიმდინარე კვირაშიც გრძელდება. ამ დრომდე გამოკითხული პირები აცხადებენ, რომ მომხდარის შესახებ მხოლოდ ღარიბაშვილის წერილიდან შეიტყვეს.