1745602360
დუბაის მმართველიც კი შეურაცხყვეს, აქედან ჩანს მათი პოლიტიკური გოიმობა და სიქაჯე - რატი იონათამიშვილი ალეკო ელისაშვილის პოსტზე

არადიპლომატიური და შეურაცხმყოფელი - ასე აფასებს მმართველი გუნდი ალეკო ელისაშვილის Facebook-სტატუსს.
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ირაკლი კობახიძის და არაბთა გაერთიანებული საამიროების პრემიერ-მინისტრის ერთობლივი ფოტო. ელისაშვილმა დუბაის მმართველს ჩაცმულობასთან დაკავშირებით დასცინა, მოგვიანებით კი ეს სტატუსი სოციალური ქსელიდან წაშალა.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, ელისაშვილი და ზოგადად ოპოზიცია შინაარსისგან დაცლილია.
"საბოლოო ჯამში, გამოუვიდათ, რომ დუბაის მმართველიც კი შეურაცხყვეს, აქედან ჩანს მათი პოლიტიკური გოიმობა და სიქაჯე, ასევე ის, თუ როგორ სძულთ ყველაფერი, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს ჩვენს ქვეყანასთან. საზოგადოებამ იცის, რომ დუბაისა და საემიროების ინვესტიციები ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი, ისტორიული და მასშტაბური არის და ამ ყველაფერ ებრძვიან ისინი. ძალიან კარგი, გააგრძელოს ეს ლუსტრაცია, ყველა დაინახავს სინამდვილეში, როგორ დაცლილები არიან ეს ადამიანები შინაარსისგან", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.