მარიამ შენგელია მიმართვას ავრცელებს
1747392996
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაერთიანებულ არაბთა საამიროებში ვიზიტის ფარგლებში გამართული პრესკონფერენციის დროს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დროა ის და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი შეხვდნენ, რათა უკრაინაში ომი დაასრულონ.
ჟურნალისტის დამატებით კითხვაზე, თუ როდის აპირებს ის პუტინთან შეხვედრას, ტრამპმა თქვა, რომ როგორც კი მხარეები მოლაპარაკებების ორგანიზებას შეძლებენ.
ჟურნალისტებთან საუბრისას თეთრი სახლის ლიდერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უკრაინაში კვირაში 5 ათასი ახალგაზრდა ადამიანი ფრონტის ხაზზე იღუპება. ეს ომი არ უნდა მომხდარიყო.
მან აგრეთვე იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს ორ-სამ კვირაში მსოფლიო გაცილებით უსაფრთხო გახდება.