პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
დონალდ ტრამპი ადმინისტრაციის წევრებს ირჩევს - მედიის ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა სახელმწიფო მდივნად 53 წლის სენატორი მარკო რუბიო აირჩია.
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად კი რესპუბლიკელ მაიკ უოლცს დანიშნავს. გაერო-ში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი 40 წლის ელის სტეფანიკი იქნება.
ტრამპი საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების ყოფილ დირექტორს, სტივენ მილერს, პოლიტიკის საკითხებში თეთრი სახლის შტაბის უფროს მოადგილედ დანიშნავს.
შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპი ოვალურ კაბინეტს თეთრ სახლში ოფიციალურად 20 იანვარს, ინაუგურაციის შემდეგ დაიკავებს.