„დისკუსია ამ საკითხზე, ცხადია, არის ძალიან ცუდი საქართველოს მოქალაქეებისთვის, მაგრამ პასუხისმგებლობა ენიჭება „ქართულ ოცნებას“ - ანა წითლიძე დონად ტუსკის განცხადებაზე

წითლიძე

მუქარა ქართველი ხალხის მისამართით - ასე აფასებს მმართველი გუნდი დონალდ ტუსკის განცხადებას, რომელიც უკანონო მიგრაციის რისკებზე და რამდენიმე ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე საუბრობს.

საჭიროა უმრავლესობა, რათა შევზღუდოთ ან შევაჩეროთ უვიზო მიმოსვლა, მათ შორის, საქართველოსთანაც. დიახ, ეს ჩემი განზრახვაა“, - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.

უმრავლესობაში შანტაჟზე საუბრობენ, თუმცა ამბობენ, რომ ასეთი მუქარები არ მოქმედებს ქართულ საზოგადოებაზე, რომელსაც საკუთარი არჩევანი უკვე გაკეთებული აქვს.

დონალდ ტუსკის განცხადებას ეხმაურებიან ოპოზიციაშიც. „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური საბჭოს წევრის, ანა წითლიძის განცხადებით, პოლონეთის მხრიდან ამ საკითხის ლობირებამ, შესაძლოა, სერიოზული სახე მიიღოს, რაც ქართველ ხალხზე უარყოფითად აისახება.

„პოლონეთი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანა ევროკავშირში. მისი მხრიდან ამ საკითხის ლობირება ნიშნავს იმას, რომ ამან, შეიძლება, სერიოზული სახე მიიღოს ევროკავშირის შიგნით და ამაზე იყოს მნიშვნელოვანი დისკუსია. დისკუსია ამ საკითხზე, ცხადია, არის ძალიან ცუდი საქართველოს მოქალაქეებისთვის, მაგრამ პასუხისმგებლობა ენიჭება "ქართულ ოცნებას“, - განაცხადა ანა წითლიძემ.