დიმიტრი სამხარაძე ევრობარომეტრის კვლევაზე: პავლიკა ჰერჩინსკი რომ გყავს წარმომადგენელი, რომელიც უკვე ნაცზე მეტი ნაცი გახდა, "ლელოელ" თაღლითებზე მეტი თაღლითი და გახარია მაზაკვალზე მეტი მაზაკვალი, არ უნდა გიკვირდეთ!

დიმიტრი სამხარაძე

ევროკავშირში გაწევრიანების მსურველებმა უბრალოდ კი არ დაიკლო, არამედ რეიტინგი კატასტროფულად არის დავარდნილი! მეტიც, ხალხში გაღიზიანებასაც იწვევს და ვინმეს შეიძლება უკვირდეს?- ასე ეხმიანება „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, ევრობარომეტრის კვლევას, რომლის თანახმადაც ბოლო 1 წელში ევროკავშირისადმი ნდობა 17% შემცირდა.

სამხარაძის განცხადებით, როდესაც საქართველოს მოსახლეობას ევაჭრებიან და ვაჭრობის საგანია ისეთი საკითხები როგორიცაა - ომის დაწყების შემთხვევაში ევროკავშირში შეშვება, ეკლესიასთან დაპირისპირება, ჰომოსექსუალების პროპაგანდის დაკანონება, არ უნდა უკვირდეთ კვლევის ასეთი შედეგი.

მისივე თქმით, როდესაც მათ პაველ ჰერჩინსკი ჰყავთ წარმომადგენლად, რომელიც უკვე ნაცზე მეტი ნაცი გახდა, "ლელოელ“ თაღლითებზე მეტი თაღლითი და გახარია მაზაკვალზე მეტი მაზაკვალი, არ უნდა უკვირდეთ აღნიშნული შედეგი.

ევროკავშირში გაწევრიანების მსურველებმა უბრალოდ კი არ დაიკლო, არამედ რეიტინგი კატასტროფულად არის დავარდნილი! მეტიც, ხალხში გაღიზიანებასაც იწვევს და ვინმეს შეიძლება უკვირდეს? როდესაც საქართველოს მოსახლეობას ევაჭრებიან, თან ვაჭრობის საგანი რა არის? შემოგიშვებ თუ ომს დაიწყებ, ეკლესიას დაუპირისპირდები, ჰომოსექსუალების პროპაგანდას დააკანონებ, იმ კორუმპირებული ევრო ჩინოვნიკების მონა იქნები, რომლებიც "დიფ სთეითის" მოსყიდულების რიგებში არიან! პავლიკა ჰერჩინსკი რომ გყავს წარმომადგენელი, რომელიც უკვე ნაცზე მეტი ნაცი გახდა, "ლელოელ" თაღლითებზე მეტი თაღლითი და გახარია მაზაკვალზე მეტი მაზაკვალი, არ უნდა გიკვირდეთ! ვერ დაგვიმონებთ ვერასოდეს და შეეგუეთ! საქართველოს განადგურება თქვენზე მაგრებსაც უნდოდათ, მაგრამ ვერ გადაგვაშენეს და არც თქვენ წამოგარტყმევინებთ თავში ხელს! გყავთ თქვენი მანქურთი "დაჩმორებული" ოპოზიცია და მაგათი მოხმარებით დაკმაყოფილდით!საქართველო თქვენი სავაჭრო ხურდა არ არის! გაუმარჯოს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და თავისუფალ ხალხს“- წერს დიმიტრი სამხარაძე.