დიღომში, პოლიციის სამმართველოსთან რუსთაველზე დაკავებულთა მიმართ სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს

პოლიციის სამმართველო

თბილისის პოლიციის დიღმის სამმართველოსთან არასამთავრობო ორგანიზაციები, ადვოკატები და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები რუსთაველზე დაკავებულებთა მიმართ სოლიდარობის აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ შეეცდებიან, დაკავებულებს ხმა გააგონონ და აგრძნობინონ, რომ მარტო არ არიან.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ყველა დაკავებული პირი პოლიტპატიმარია და უნდა გათავისუფლდნენ.