"დიფ სთეითზე" და მის აქტორებზე ყოვლისმომცველი ცენზურის მიუხედავად, ქართველ ლიბერალს, რომელიც კრიტიკულ აზროვნებაზე აცხადებს პრეტენზიას, კითხვები მაინც არ უჩნდება და ის სანტა კლაუსი ჰგონია" - ბაჩო ოდიშარია

ბაჩო ოდიშარია

ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი ბაჩო ოდიშარია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს ფილმზე "ხეობა", რომელიც პირველი ამერიკული ფილმია, სადაც სამეცნიერო ფანტასტიკის გამოყენებით, გაჩნდა ალუზია დიფ სთეითის ერთ-ერთ შემადგენელ აქტორზე, ბლექროკზე. როგორც ოდიშარია აღნიშნავს, ფილმის შესახებ შექმნილი ასეულობით გამოხმაურებიდან, არცერთ სტატიაში, რეცენზიაში, ვიდეობლოგსა თუ განხილვაში, არსად არავინ ახსენებს ამ თვალსაჩინო პარალელს, ვერცერთმა ინგლისურენოვანმა ავტორმა თუ გამოცემამ, ვერ გაბედა ფილმის მთავარ მეტაფორაზე კომენტარის გაკეთება.

"ახალი ამერიკული ფილმია "ხეობა", არაფერი განსაკუთრებული, სტანდარტული ჰოლივუდური ექშენი, რომანტიკული ხაზით და ნაკლებ დასამახსოვრებელი ვიზუალური ეფექტებით. მაგრამ ერთი დეტალია ყურადსაღები, სიუჟეტში ჩნდება ამერიკული მეგაკორპორაცია, რომელსაც სახელმწიფოზე აქვს დიდი გავლენა, რომელიც საიდუმლოდ ატარებს გენეტიკურ კვლევას სუპერ ჯარისკაცების შესაქმნელად, თანამშრომლობს სამხედრო ინდუსტრიულ კომპლექსთან, წირავს ჯარისკაცებს პირადი სარგებლის მისაღებად და მთავარი, ორგანიზაციას ქვია "დარქლეიქი". შესაბამისად, ეს პირველი ამერიკული ფილმია, სადაც სამეცნიერო ფანტასტიკის გამოყენებით, გაჩნდა ალუზია "დიფ სთეითის" ერთ-ერთ შემადგენელ აქტორზე, ბლექროკზე. და ეს ერთადერთი საინტერესო სიუჟეტური ხაზია, რომლითაც შეიძლება ფილმზე საუბარი, მისი გაანალიზება, მასზე მსჯელობის დაწყება, მაგრამ მის შესახებ შექმნილი ასეულობით გამოხმაურებიდან, არცერთ სტატიაში, რეცენზიაში, ვიდეობლოგსა თუ განხილვაში, არსად არავინ ახსენებს ამ თვალსაჩინო პარალელს, ვერცერთმა ინგლისურენოვანმა ავტორმა თუ გამოცემამ, ვერ გაბედა ფილმის მთავარ მეტაფორაზე კომენტარის გაკეთება. თუმცა "დიფ სთეითზე" და მის აქტორებზე ყოვლისმომცველი ცენზურისდა მიუხედავად, ქართველ ლიბერალს, რომელიც კრიტიკულ აზროვნებაზე აცხადებს პრეტენზიას, კითხვები მაინც არ უჩნდება და ის სანტა კლაუსი ჰგონია", - წერს ბაჩო ოდიშარია.