რამდენი ხნის განმავლობაშია ვირუსი გადამდები
1734873728
გაერთიანებულმა სამეფომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს და კიდევ ოთხ პირს სანქციები დაუწესა. შესაბამისი ინფორმაცია გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
სანქციები ასევე დაუწესდათ სულხან თამაზაშვილს, მილერი ლაგაზაურს, ზვიად ხარაზიშვილსა და ალექსანდრე დარახველიძეს.
სანქციები მოიცავს აქტივების დაყადაღებასა და სამოგზაურო შეზღუდვებს.
როგორც დიდი ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, ეს პირები პასუხისმგებელი არიან ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე. კერძოდ, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების გამოცხადების შემდეგ დაწყებული საპროტესტო გამოსვლების დროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ზედამხედველობდა საპოლიციო ძალების მიერ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის არაპროპორციულ გამოყენებას.
რამდენი ხნის განმავლობაშია ვირუსი გადამდები
1734873728