1734811100
დღეს, რამდენიმე საათში მქონდა ჩანიშნული შეხვედრა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან, რომელიც ვიზიტით იმყოფება საქართველოში. უკვე შევატყობინეთ, რომ მე ამ შეხვედრაზე არ ვიქნები -ზურაბ ჯაფარიძე
დღეს, რამდენიმე საათში მქონდა ჩანიშნული შეხვედრა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან, რომელიც ვიზიტით იმყოფება საქართველოში. უკვე შევატყობინეთ, რომ მე ამ შეხვედრაზე არ ვიქნები, - წერს სოციალურ ქსელში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.
იგი აქვე ასახელებს იმ ნაბიჯებს, რომლებსაც მისი მოსაზრებით, ქვეყანაში ჩამოსული ნებისმიერი სტრუქტურის წარმომადგენელი უნდა დგამდეს.
„დღეს, რამდენიმე საათში მქონდა ჩანიშნული შეხვედრა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან, რომელიც ვიზიტით იმყოფება საქართველოში უკვე შევატყობინეთ, რომ მე ამ შეხვედრაზე არ ვიქნები.
ნებისმიერი სტრუქტურის წარმომადგენელი, ვინც დღეს ჩამოდის ამ ქვეყანაში:
ა) უნდა ნახულობდეს დალეწილ ხალხს და ისმენდეს მათ ისტორიებს
ბ) უნდა შედიოდეს ციხეზე, ნახულობდეს პოლიტიკურ პატიმრებს და ისმენდეს მათ ისტორიებს
გ) საღამოს უნდა გადიოდეს ერთხელ მაინც რუსთაველზე და ესაუბრებოდეს იქ ყინვაში მდგომ ადამიანებს
მითუმეტეს ამას უნდა აკეთებდეს იმ სტრუქტურის წარმომადგენელი რომლის უშუალოო კომპეტენციაა ადამიანის უფლებები.
მითუმეტეს როცა რამდენიმე დღით ხარ ჩამოსული და ეს არ არის 2-3 საათიანი ვიზიტი.
მითუმეტეს თუ ახერხებ კობახიძესთან შეხვედრას, რომელიც შენც იცი, ბიძინამაც იცის და თვითონაც იცის, რომ არავინაა.
სიამოვნებით შევხვდები სტრასბურგში თუ ამის სურვილი ექნება.
პ.ს. ვიცი. რომ მარტო არ ვარ ამ გადაწყვეტილებაში. ასევე ვიცი, რომ სხვა პოლიტიკოსები აპირებენ შეხვედრას და ამ ყველაფრის პირში თქმას. ეგეც გზაა, ოღონდ მე ამ გზას ვირჩევ”, - წერს ჯაფარიძე.