გოგა მანიას წინასწარმეტყველება, რომელიც ახდა
1745260232
დღეს, პარლამენტში შექმნილი „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი“ დროებითი საგამოძიებო კომისიის მეოთხე სხდომა გაიმართება.
სხდომის დღის წესრიგის მთავარი საკითხია ბიზნესზე ზემოქმედების ერთ-ერთი საქმის განხილვა, რომელიც შპს „მაგნატსა“ და მის მფლობელს, ჯემალ ლეონიძეს უკავშირდება.
როგორც ლეონიძის ჩვენებიდან ირკვევა, საქმის მთავარ მოქმედ პირთა შორის არიან „თბს ბანკის“ მფლობელები, ახლა უკვე პარტია „ლელოს“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, რომლებსაც საგამოძიებო კომისიისგან შესაბამისი უწყებები გაეგზავნათ, რაც მათ ავალდებულებს კომისიის წინაშე წარდგნენ და საქმის ირგვლივ არსებულ კითხვებს უპასუხონ, თუმცა ამ დრომდე უცნობი რჩება, აპირებენ თუ არა ხაზარაძე-ჯაფარიძე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას.