“ვაფრთხილებ ყველა იმ ადამიანს ვისაც ბავშვი ჰყავს…” - გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება
1743482847
1991 წლის 31 მარტს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მცხოვრებმა მოსახლეობამ ქვეყნის ისტორია შეცვალა და ერთსულოვნად გადაწყვიტა გამხდარიყო დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო!, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.
„საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმიდან 34 წელი გავიდა. ეს იყო ქართველი ერის დიდი გზა მსხვერპლით, დაკარგული ტერიტორიებით, განადგურებული ოჯახებით, დევნილობით, მაგრამ მაინც ეროვნული იდეის გადარჩენისა და განვითარების გზაზე დადგომის ყველაზე სახელოვანი ისტორიით პოსტსაბჭოთა სივრცეში!
ამ ისტორიის კიდევ ერთი საამაყო ფურცელი იყო 2008 წლის აგვისტოს ომში იმ გმირი ჯარისკაცების თავდადება, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე დათმეს რუსული ჩექმისგან ჩვენი ქვეყნის დასაცავად.
დღეს რუსეთი არალეგიტიმურ პარლამენტში შექმნილი ანტისახელმწიფოებრივი კომისიის მეშვეობით, თავისი „ნამესტნიკებითა“ და წითელი კომისრებით ამ საამაყო ისტორიის გადაწერას ცდილობს!
დღეს ისევ საფრთხეშია სისხლით მოპოვებული თავისუფლება! დღეს ისევ ქართველი ხალხის ერთსულოვნების დროა! ჩვენ ვართ ერი, დაბადებული გამარჯვებისთვის და გარდაუვლად ასე იქნება! საქართველო დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოა! სრული ბოიკოტი რუსული ოცნების რუსულ კომისიას! რუსეთი მტერია! ანწუხელიძე უკვდავია!“,- წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.