დღეს ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენა არის ადგილი, სადაც მსოფლიო ეკონომიკა ხვდება ჩინეთის ეკონომიკას - დარწმუნებული ვარ, გამოფენის მონაწილეები სამშობლოში ნაყოფიერი შედეგებით დაბრუნდებიან - ჩინეთის პრემიერი

ჩინეთის პრემიერი

გრძელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის და ქართული დელეგაციის ვიზიტი ჩინეთში. გაიხსნა საერთაშორისო იმპორტის გამოფენა, სადაც ირაკლი კობახიძე სიტყვით გამოვიდა. გამოფენაზე ქართული დელეგაცია საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს.

საქართველოს მთავრობის მეთაური ჩინეთში პრემიერ ლი ციანის მიწვევით იმყოფება. პარალელურად, მიმდინარეობს ორმხრივი შეხვედრები, უწყებებს შორის გაფორმდა თანამშრომლების არაერთი შეთანხმება.

ჩინეთის პრემიერ-მინისტრი ლი ციანი აცხადებს, რომ დღეს საერთაშორისო იმპორტის გამოფენა არის ადგილი, სადაც მსოფლიო ეკონომიკა ხვდება ჩინეთის ეკონომიკას.

"იმპორტის გამოფენა თავდაპირველად დაარსდა, როგორც ეროვნული მასშტაბის გამოფენა, თუმცა შემდგომ წლებში მან სულ უფრო მეტი მასშტაბი შეიძინა და ყოველწლიურად თავს უყრის რამდენიმე ათეული ქვეყნის ლიდერსა და ათასობით ბიზნესის წარმომადგენელს.

დღეს ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენა არის ადგილი, სადაც მსოფლიო ეკონომიკა ხვდება ჩინეთის ეკონომიკას. ეს არის ადგილი ახალი ბიზნესკონტაქტების დასამყარებლად და დარწმუნებული ვარ, გამოფენის მონაწილეები სამშობლოში ნაყოფიერი შედეგებით დაბრუნდებიან.

ჩინეთი ეკონომიკური განვითარების, ეკონომიკის ზრდის, გლობალური მიწოდებისა და ინდუსტრიული ჯაჭვების გაძლიერების ერთგულია.

ჩვენ გამოვიყენებთ ამ პლატფორმას, რათა დავამყაროთ ახალი კონტაქტები და ეკონომიკური ზრდის პრიორიტერიზაციით ურთიერთსასარგებლო შედეგებს მივაღწიოთ", - აცხადებს ლი ციანი.