დღეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვევა

ნჯ

აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს დღეს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში საგარეო უწყების ხელმძღვანელს, ქართველო კოლეგა მაკა ბოჭორიშვილი შეხვდება.

ჯეიჰუნ ბაირამოვი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. ასევე, გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს და პატივს მიაგებს აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის მონუმენტს.