გავრცელდა თორნიკე რიჟვაძის წერილის სრული შინაარსი - „პატიებას ვთხოვ ოჯახს, პატრიარქს“
1751873683
მოხდა ჯახი პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის, რასაც დეზინფორმაციის საშუალებით მიაღწიეს, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ.
„გადახედეთ ნებისმიერ განვითარებულ დემოკრატიას, დაპირისპირების დროს რა ხდება და როგორ ხდება, როგორ შავდებიან ადამიანები, მათ შორის დაშავებული პოლიციელების აი ეს რაოდენობა თუ არის სადმე. რეალობაში ხდება ის, რომ აი ამ დეზინფორმაციის საშუალებით მიაღწიეს მიზანს, რომ ჯახი მოხდა პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის. აღარ უნდა აჰყვეთ ამ პროვოკაციებს. მოუწოდებენ ერთმანეთს იქნებ სისხლი დაიღვაროს, იქნებ ვინმეს სიცოცხლე შეეწიროს ამას, რაც გაზრდის კიდევ დაძაბულობას“, - განაცხადა ვოლსკიმ.