დემონსტრანტების ნაწილმა ორბელიანის მოედანზე გადაინაცვლა

აქცია

დემონსტრანტების ნაწილმა რუსთაველის გამზირიდან ორბელიანის მოედნისკენ გადაინაცვლა. სპეცრაზმი თავისუფლების მოედანზეა განლაგებული. პერიოდულად, მომიტინგეებსა და სპეცრაზმს შორის სიტუაცია იძაბება - აქციის მონაწილეები პიროტექნიკას ისვრიან, ხოლო სპეცრაზმი ცრემლსადენი აირის კაფსულებსა და წყლის ჭავლს მიმართავს.

პოლიცია მოუწოდებს მომიტინგეებს, არ მიუახლოვდნენ მათ და დაიცვან დისტანცია. თავის მხრივ, აქციის მონაწილეები მოუწოდებენ სამართალდამცველებს, მათ მხარეს გადმოვიდნენ.

ორბელიანის მოედანზე განლაგებულ დემონსტრანტებთან, ცოტა ხნის წინ, რამდენიმე სასულიერო პირი მივიდა.

შეგახსენებთ, რომ მომიტინგეების ნაწილი ოპერისა და ბალეტის თეატრის მიმდებარედ იმყოფება, ხოლო ნაწილმა გმირთა მოედნისკენ გადაინაცვლა.