დემონსტრანტების ნაწილი მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართება

აქცია

დემონსტრანტების ნაწილი მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართება. მსვლელობის მოწყობის მოწოდებით, მომიტინგეებს აქციის ორგანიზატორებმა მიმართეს, თუმცა სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან მისვლის საშუალებას არ აძლევენ. მთავრობის სახლის მთელი პერიმეტრი პოლიციას აქვს გადაკეტილი.

გარდა ამისა, ორგანიზატორების განცხადებით, პარლამენტის ყველა შესასვლელი უნდა ჩაიკეტოს ხალხის მიერ, რათა "ქართული ოცნების" დეპუტატებმა საკანონმდებლო ორგანოს დატოვება ვერ შეძლონ.