"ბოლო დაბადების დღე და აუხდენლად დარჩენილი სურვილი..." - ზურა ბაკურაძე 46 წლის გახდებოდა
1734968444
არნახული სიძულვილია ჩვენს ირგვლივ, წარმოუდგენელი ხარისხია ამ სიძულვილის, - განაცხადა წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ მიმდინარე პროცესების შეფასებისას.
„წარმოუდგენელი ხარისხია ამ სიძულვილის და დაპირისპირება არის ძალიან მაღალი. გვეგონა, რომ ქართველებს გვაერთიანებს - ერთი ღმერთი და ერთი ეკლესია, აღმოჩნდა, რომ ეკლესიის მრევლიც კი დაუფლებულები არიან ამ სიძულვილის ტირაჟირებით და დაპირისპირებით. ეს იყო ჩემთვის ძალიან მძიმე სანახავი და ახლაც ძალიან მძიმედ აღვიქვამ ამას იმიტომ, რომ ადამიანები გადაეკიდნენ ერთმანეთს და ისე უპირისპირდებიან, რომ სამკვდრო-სასიცოცხლოდ არიან გადამტერებული - ახლობლები, ოჯახის წევრები.
რაღაც უბედურების ზღვარზე ვდგავართ დღეს და ყველამ ალბათ, რაღაც უნდა მოვიმოქმედოთ, რომ ჩავაქროთ ეს აღელვება და მშვიდობიან ცხოვრების წესში ჩავდგეთ. ეს ყველაფერი ჩემთვის არის სიგნალი, საზომი იმისა, რომ ძალიან შორს ვართ ჩვენ ქრისტიანობისგან, მთელი ერი“, - განაცხადა დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ.