ახალი კადრები ტრაგედიის ადგილიდან - ბოლო მონაცემებით, ავიაკატასტროფას 35 ადამიანი ემსხვერპლა
1735129693
უფრო ნიჭიერი ახალგაზრდები არიან და უფრო კარგად შეიძლება სასიკეთოდ და ლამაზად გააკეთონ რამე. გვერდზე არის ნაძვის ხე, აქეთ არის კუბო, რა მოგაქვს, ისედაც რამდენი ტრაგედიაა ირგვლივ, - განაცხადა წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა ალექსანდრემ (გალდავა) აქციაზე მაცხოვრის გამოსახულებიანი კუბოს დაწვაზე საუბრისას.
„ლანძღვა - გინების მეტი არაფერი არ გვესმის და კიდევ კუბო ზემოდან და მჩხიბავები. „თქვენ აკურთხებდით მაწყევართა თქვენთა და ლოცავდეთ მათ“ და შენ რომ ადამიანს უსურვებ სიკვდილს, უბედურებას, ჯანდაბას, ისედაც ნეგატიურია ეს განწყობები და კიდევ უფრო ამძიმებ ამას.
ქრისტიანობა რას გეუბნება - ადამიანის სიყვარულს, სხვა არაფერს. იმ სიყვარულში ის ადამიანი, ვისაც შენ რამეს უსურვებ და ვისაც შენ ნახევარ საქართველოს თუ მეტს დებ კუბოში, იმათ სიცოცხლეში მოყვანა, ქრისტეს სიყვარულით მოხდა“, - აღნიშნა დეკანოზმა ალექსანდრემ (გალდავა).