ლაშა ბექაურის დედა მიმართვას ავრცელებს
1734944530
აშშ-ში საქართველოს ელჩმა, დავით ზალკალიანმა თბილისსა და ვაშინგტონს შორის ბოლო დროს განვითარებულ ურთიერთობებზე ისაუბრა. მან განაცხადა, რომ საქართველო მზად არის გულწრფელი საუბრებისთვის გაუგებრობის აღმოსაფხვრელად. მისივე თქმით, მიღებაზე მოწვევის გაუქმება სტრატეგიულ ურთიერთობებს არ შეესაბამება.
„ძალიან ვწუხვარ, რომ ამგვარ ფაქტს ჰქონდა ადგილი. რა თქმა უნდა, ეს არავითარ შემთხვევაში არ შეესაბამება სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ურთიერთობას და მე ამაზე მექნება ძალიან გულწრფელი საუბარი ჩვენს ამერიკელ მეგობრებთან.
რა თქმა უნდა, სტრატეგიულ პარტნიორებს შორისაც არის გაუგებრობები, მაგრამ, ვფიქრობ, ამ პრობლემას აუცილებლად სჭირდება ძალიან გულწრფელი საუბრები.
ქართული მხარე ამ გულწრფელი საუბრებისთვის, ჩართულობისთვის მზად არის. დარწმუნებული ვარ, აუცილებლად დავძლევთ ამას და დავუბრუნდებით არა იმ მდგომარეობას, რაშიც ვიყავით, არამედ იმ მდგომარეობას, რასაც იმსახურებს ამერიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა“, - განაცხადა ზალკალიანმა.