დავით შერაზადიშვილი აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს

დავით შერაზადიშვილი აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს

საქართველოს პარლამეტის წევრი, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს.

„მოგეხსენებათ, XI მოწვევის პარლამენტმა მუშაობა აქტიურად დაიწყო, სადაც საქმიანობას აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოდგილის რანგში განვაგრძობ და ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოვიყენებ იმისათვის, რომ ვიყო ჩემი ამომრჩევლის ინტერესების დამცველი და შევძლოთ სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების სტაბილური ზრდა და სოფლად კეთილდღეობის უზრუნველყოფა. „- აღნიშნა დავით შერაზადიშვილმა.