ავსტრალიაში, სიდნეის სანაპიროზე, ზვიგენის თავდასხმის შედეგად სერფერი დაიღუპა

ავსტრალია

ავსტრალიაში, სიდნეის სანაპიროზე, ზვიგენის თავდასხმის შედეგად სერფერი დაიღუპა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. 

პოლიციის ცნობით, სიდნეის სანაპიროზე დიდი ზომის ზვიგენი სერფერს დაესხა თავს, რომელიც მიღებული ჭრილობების შედეგად დაიღუპა.

გარდაცვლილის ვინაობაც ჯერ არ არის დადგენილი. სიდნეის პოლიციის ინსპექტორმა, ჯონ დანკანმა განაცხადა, რომ ის წყლიდან სხვა სერფერებმა ამოიყვანეს, თუმცა ძალიან ბევრი სისხლი დაკარგა