გოგა მანია უახლეს წინასწარმეტყველებას ავრცელებს
1764102019
დათო თაზუნაშვილი თუ თაზო დათუნაშვილი, თუ როგორც არის.. პარტია „ლელოს“ და პირადად ხაზარაძეს წარმოადგენს. ზის ხაზარაძისვე ტელევიზიაში და ჭკუას ასწავლის საპარლამენტო ოპოზიციას, თუ რა საკითხზე უნდა დაიბარონ პრემიერი ინტერპელაციაზე, - წერს ანალიტიკოსი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
ქართველიშვილის განცხადებით, „ლელოს“ გარედან მიცემული დავალება რომ არ შეესრულებინა და მანდატები მიეღო, ახლა ისინი თავად ისხდებოდნენ პარლამენტში და გადაწყვეტდნენ, თუ რა საკითხზე დაებარებინათ პრემიერი ინტერპელაციის წესით.
„დათო თაზუნაშვილი თუ თაზო დათუნაშვილი, თუ როგორც არის.. პარტია „ლელოს“ და პირადად ხაზარაძეს წარმოადგენს. ზის ხაზარაძისვე ტელევიზიაში და ჭკუას ასწავლის საპარლამენტო ოპოზიციას, თუ რა საკითხზე უნდა დაიბარონ პრემიერი ინტერპელაციაზე. არადა ამ დროს, ამ პარტიას გარედან მიღებული დავალება რომ არ შეესრულებინა, ამომრჩევლისთვის პატივი ეცა, მანდატები მიეღო და პარლამენტში შესულიყო, თავად გადაწყვეტდნენ, რა საკითხზე დაებარებინათ პრემიერი ინტერპელაციის წესით. ასე იცის ჭკუის ნაკლებობამ...“, - წერს დავით ქართველიშვილი.