1741932481
დავით ქართველიშვილი: სალომე ზურაბიშვილს დასავლეთში უკვე ექსპრეზიდენტს უწოდებენ

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში აზიარებს ერთ-ერთ ესპანურენოვან სტატიას და წერს, რომ სალომე ზურაბიშვილს დასავლეთში უკვე ექსპრეზიდენტს უწოდებენ.
„დიდი ესპანური ენის ცოდნა არ სჭირდება იმას, რომ ამოიკითხო დასავლეთში თანდათანობით დამკვიდრებული ზურაბიშვილის რეალური სტატუსი - ექსპრეზიდენტი. ქართველ ექს-პოლიტიკოსების გასაგონად“, - წერს ქართველიშვილი.