დავით მათიკაშვილი: ყველა პრეტენზია, რომელიც ჩვენს მიერ იქნა გამოთქმული „ენჯეო“ სექტორის მიმართ, დადასტურდა, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მათი მონაწილეობის სავალდებულოობა სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებების მიღებაში გაუქმებულიყო

დავით მათიკაშვილი

ყველა ის პრეტენზია, რომელიც ჩვენი ხელისუფლების მიერ იქნა გამოთქმული „ენჯეო“ სექტორის მიმართ, დადასტურდა. ამიტომ მივიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილება, რომ „ენჯეოების“ მონაწილეობის სავალდებულოობა სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებების მიღებაში გაუქმებულიყო, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.

„წლების განმავლობაში იყო თავსმოხვეული ვალდებულება და ეს ყველაფერი ხდებოდა ქვეყნის ფარგლებს გარედან, რომ „ენჯეო“ სექტორს, რომელთა უდიდესი ნაწილის დაფინანსება ხდებოდა უცხოეთიდან, მიეღო მონაწილეობა სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებების მიღებაში. ბუნებრივია, ეს ყველაფერი არღვევდა ქვეყნის სუვერენიტეტის მდგრადობას. ძალიან კარად ვიცით, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი, რომელიც უცხოეთიდან ფინანსდებოდა, პრაქტიკულად ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწეოდა. ეს ყველაფერი კიდევ უფრო გაცხადდა USAID-ის სკანდალის შემდგომ და ყველა ის პრეტენზია, რომელიც ჩვენი ხელისუფლების მიერ იქნა გამოთქმული „ენჯეო“ სექტორის მიმართ, დადასტურდა. ამიტომ მივიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილება, რომ „ენჯეოების“ მონაწილეობის სავალდებულოობა სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებების მიღებაში გაუქმებულიყო, თუმცა ეს არაფრით ნიშნავს იმას, რომ საკითხების შერჩევის, წინადადებების წარდგენის ეტაპზე რაიმე ფორმით სამოქალაქო სექტორს შეეზღუდება თავიანთი როლი“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.