დავით მათიკაშვილი: ყველა ის პირი, ვინც ხელი აწია საკუთარ ქვეყანაზე, შეეცადა ხელისუფლების უკანონოდ ხელში ჩაგდებას, ბუნებრივია, რომ პასუხს აგებს, სახელმწიფო იქნება შეუვალი

დავით მათიკაშვილი

ყველა ის პირი, ვინც ხელი აწია საკუთარ ქვეყანაზე, შეეცადა ხელისუფლების უკანონოდ ხელში ჩაგდებას, ბუნებრივია, რომ სახელმწიფოს და ხალხის წინაშე პასუხს აგებს, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.

დეპუტატი გამოეხმაურა 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებს და ხელისუფლების დამხობის მცდელობას.

„4 ოქტომბრამდე, არჩევნებამდე პირდაპირ, ღიად საუბრობდნენ, ამბობდნენ იმას, თუ როგორ გეგმავენ ხელისუფლების დამხობას. სინამდვილეში ამ ადამიანებმა მოახდინეს თვითდამხობა. საკუთარი მომავალი პრაქტიკულად დააყენეს კითხვის ნიშნის ქვეშ, რადგანაც ამ უმძიმესი დანაშაულის ჩადენის მიმართ სახელმწიფო იქნება შეუვალი და ამის შესახებ ხელისუფლება აფრთხილებდა ყველას. ყველა ის პირი, ვინც ხელი აწია საკუთარ ქვეყანაზე, საკუთარ საზოგადოებაზე სამართალდამცავ ორგანოებზე, შეეცადა ხელისუფლების უკანონოდ, ძალადობრივად ხელში ჩაგდებას, ბუნებრივია, რომ სახელმწიფოს და ხალხის წინაშე პასუხს აგებს“, - აცხადებს მათიკაშვილი.