დავით მათიკაშვილი: სუბიექტივიზმით და ანტიქართული განწყობით გაჯერებული ევრობიუროკრატია კარგს რომ არაფერს იტყვის და დაწერს საქართველოს შესახებ, ეს ნათელია

დავით მათიკაშვილი

 სუბიექტივიზმით და ანტიქართული განწყობით გაჯერებული ევრობიუროკრატია რომ კარგს არაფერს იტყვის და დაწერს საქართველოს შესახებ, ეს ნათელია, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ.

დავით მათიკაშვილის თქმით, საქართველოსადმი მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები ქართულ საზოგადოებაში ევროსკეპტიციზმს აღრმავებს.

„მათთვის საქართველოში მიმდინარე პროცესებს აქვს ერთადერთი მნიშვნელობა: თუკი ეს აწყობს დიფ სთეითს და ევრობიუროკრატიას მხოლოდ იმ შემთხვევაში ხედავენ ისინი პროგრესს. დანარჩენი მათთვის არის დემოკრატიის უკუსვლა, ტელევიზიის მიტაცება და ა.შ. ეს ტყუილები, სიცრუე და გაყალბებული რეცენზიები უკვე ყელში აქვს ჩვენს საზოგადოებას ამოსული. ახალს ამით ვერაფერს ვერ ეტყვიან, ერთადერთი რაც შეიძლება ამან გამოიწვიოს - ჩვენ საზოგადოებაში გააღრმავებს ევროსკეპტიციზმს, რაც ნამდვილად არ არის კარგი“, - აცხადებს მათიკაშვილი.

ევროკავშირის გაფართოების შესახებ დღეს ევროკომისიის ანგარიში გამოქვეყნდება.