დავით მათიკაშვილი: სიმძიმის წერტილმა სწორედ ევროპისკენ გადმოინაცვლა და ევრობიუროკრატიაც ცდილობს ფონდების მეშვეობით და თანხებით უკანონოდ, არაგამჭვირვალედ „დიფ სთეითის“ ინტერესები განახორციელოს

დავით მათიკაშვილი

სიმძიმის წერტილმა სწორედ ევროპისკენ გადმოინაცვლა და ევრობიუროკრატიაც ცდილობს ფონდების მეშვეობით და თანხებით უკანონოდ, არაგამჭვირვალედ „დიფ სთეითის“ ინტერესები განახორციელოს, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა „ქრონიკასთან“.

დეპუტატი გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის ერთი წლის შეჯამებისას ერთ-ერთ მთავარ მიღწევად არასამთავრობო ორგანიზაციების კორუმპირებული ინდუსტრიული კომპლექსის დაშლა სახელდება. ამ შეფასების ავტორი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტია.

„ეს ე.წ. სექტორი გახლავთ პრაქტიკულად უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი სხვადასხვა ქვეყანაში. უცხო ძალა სწორედ „ენჯეო“ სექტორის მეშვეობით ახორციელებდა თავის ინტერესებს, ანგრევდა დემოკრატიებს, ჰქონდა მცდელობა დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლებების დამხობის და დღეს ახალი ადმინისტრაციის პირობებში ხდება ამ ყველაფრის ღიად აფიშირება. სიმძიმის წერტილმა სწორედ ევროპისკენ გადმოინაცვლა და ევრობიუროკრატიაც ცდილობს ფონდების მეშვეობით და თანხებით უკანონოდ, არაგამჭვირვალედ „დიფ სთეითის“ ინტერესები განახორციელოს“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.